воскресенье, 31 мая 2009 г.

აქციისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დავიწყეთ. ვისაუბრეთ თემაზე "ჩვენ ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ-დედამიწა ჩვენი დიდი სახლია".
ვხატეთ იგივე თემაზე - თუ როგორ რგავს ყველა ადამიანი მცენარეებს ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში , მიუხედავად ეროვნებისა, რასისა და სარწმუნოებისა...
გავაკეთეთ პოსტერი "ჩვენ ვრგავთ ხეებს,
თქვენ რგავთ ხეებს,
ისინი რგავენ ხეებს"
აქციის დღეს ვხატეთ ასფალტზე , დავრგეთ ხეები და ყვავილები, გავუშვით მწვანე ბუშტები, ვიმღერეთ სიმღერა და ყველანი ბედნიერები ვიყავით!
ჩვენმა წვლილმა გაგვაბედნიერა, რომელიც დედამიწისთვის ერთი მარცვალი სიკეთეა და ეს სიკეთე ისევ ჩვენ გვიბრუნდება...